პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს ანკარაში ჩავა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს ანკარაში ჩავა

2110086
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს ანკარაში ჩავა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს ანკარაში ჩავა.

ამის შესახებ განცხადება პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ-მალიქიმ გააკეთა.

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას მალიქიმ განაცხადა, რომ პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს ანკარაში ჩავა და დაამატა: „მუსლიმურმა ქვეყნებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაიკავონ მკაფიო პოზიცია და ჩვენ უნდა დავამარცხოთ ისრაელის მცდელობა შეცვალოს არსებული ვითარება, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდება. ერთადერთი უფლებამოსილი და ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ღაზაში ამის შემდეგაც იმუშავებს, არის პალესტინის ხელისუფლება, ისევე როგორც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ღაზაშიც პალესტინის ხელისუფლება იქნება. ამ ქვეყნებმა (ევროპის ქვეყნებმა) უნდა გამოიჩინონ ინიციატივა, ეს ინიციატივა შეიძლება დაიწყოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებით“.


საკვანძო სიტყვები: #ანკარა , #მაჰმუდ აბასი

მსგავსი ინფორმაციები