ილჰამ ალიევი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
ალიევი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მის ქვეყანაში 7 თებერვალს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა.
კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევის საპასუხოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ილჰამ ალიევი 2024 წლის 18-19 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩვენს ქვეყანას. ვიზიტი, 7 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება ბატონი ალიევის პირველი ორმხრივ საგარეო ვიზიტი“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ორშაბათს, 19 თებერვალს გასამართ შეხვედრებზე განიხილება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები ყველა ასპექტში და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები. გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, აზრთა გაცვლაც მოხდება მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ მოვლენებზე“.