პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიგერის პრემიერ-მინისტრი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიგერის პრემიერ-მინისტრი მიიღო

2096442
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიგერის პრემიერ-მინისტრი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიგერის პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ალი მაჰამან ლამინ ზეინე მიიღო.

ლამინ ზეინეს, რომელიც ერდოღანის მიწვევით თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, საპრეზიდენტო კომპლექსში ცერემონიით დახვდნენ.

ორი ქვეყნის დელეგაციების წარდგენის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა ლამინ ზეინე მიიღო.

პრესისათვის დახურული მიღების შემდეგ, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, პრეზიდენტი ერდოღანი და პრემიერ-მინისტრი ზეინე სამუშაო სადილზე შეხვდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ნიგერი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები