თურქეთის სამძიმარი ჩეხეთს

თურქეთის სამძიმარი ჩეხეთს

2079619
თურქეთის სამძიმარი ჩეხეთს

თურქეთმა ჩეხეთს პრაღაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ონჯუ კეჩელმა, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

„ჩვენ ვუსამძიმრებთ პრაღაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ჩეხ ხალხს“, ნათქვამია, ონჯუ ქეჩელის მიერ სოციალურ ქსელ, X-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთის სამძიმარი ჩეხეთს

მსგავსი ინფორმაციები