პრეზიდენტი ერდოღანი ვუჩიჩს და ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი ვუჩიჩს და ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა

2079122
პრეზიდენტი ერდოღანი ვუჩიჩს და ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა
erdogan-sisi.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცალ-ცალკე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვუჩიჩთან სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა სერბეთის ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-სერბეთის ურთიერთობები, გლობალური და რეგიონული საკითხებიც იქნა განხილული.

თავის მხრივ, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ესაუბრა ტელეფონით.

სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობები, ისრაელის მხრიდან პალესტინის ტერიტორიებზე განხორციელებული თავდასხმები, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და სხვა აქტუალური საკითხები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები