ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2077615
ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე ღაზაზე თავდასხმების შესაჩერებლად.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, მინისტრი ფიდანი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს.

ამერიკული მხარის მოთხოვნით გამართულ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.

სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა აშშ-თურქეთის ურთიერთობებში ალიანსის სულისკვეთებით მოქმედების მნიშვნელობას, ასევე შეფასდა შვედეთის ნატოში გაწევრიანება, F-16-ის საკითხი და თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში.

სატელეფონო საუბრის დროს, სადაც ასევე განიხილეს ისრაელ-პალესტინის დაძაბულობა, ფიდანმა აღნიშნა, რომ ღაზასა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ვითარება უარესდება და მოუწოდა აშშ-ს გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე თავდასხმების შესაჩერებლად.



მსგავსი ინფორმაციები