ჰაქან ფიდანი ამერიკას ეწვევა

ჰაქან ფიდანი ამერიკას ეწვევა

2074010
ჰაქან ფიდანი ამერიკას ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონს ეწვევა, რათა მოლაპარაკებები გამართოს ღაზაში ომის შეჩერებისა და მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) საგანგებო ერთობლივ სამიტზე თურქეთის, პალესტინის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, ეგვიპტის, იორდანიის, კატარისა და ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩამოყალიბებული საკონტაქტო ჯგუფი და არაბული ლიგა, რომელსაც დაევალა საერთაშორისო ინიციატივების განხორციელება ღაზაში ომის შეჩერებისა და მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდებიან, რათა განიხილონ ისრაელის თავდასხმების შეჩერება ღაზაში და ცეცხლის შეწყვეტის პირობები.

მეორეს მხრივ, ჯგუფი ხვალ გაემგზავრება კანადაში და შეხვდება ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მელანი ჯოლის.



მსგავსი ინფორმაციები