თურქეთის მხრიდან ღაზას სექტორის მიმართ სამედიცინო დახმარება გრძელდება

თურქეთის მხრიდან ღაზას სექტორის მიმართ სამედიცინო დახმარება გრძელდება

2070188
თურქეთის მხრიდან ღაზას სექტორის მიმართ სამედიცინო დახმარება გრძელდება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის მიმართ სამედიცინო დახმარება გრძელდება.

სოციალურ ქსელში თავის პოსტში ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ღაზას სექტორისთვის დახმარება გადააქვს, დილით კაისერიდან ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტში გაემგზავრა.

მინისტრმა ქოჯამ განაცხადა, რომ აღნიშნულ თვითმფრინავს გადააქვს ინკუბატორები, ანესთეზიის ხელსაწყოები, ახალშობილთა ვენტილატორები, საოპერაციო მაგიდები, ჭერის ნათურები და მრავალი სხვა სამედიცინო აღჭურვილობა.

მისივე თქმით, თვითმფრინავი სამშობლოში დაბრუნების დროს ჩამოიყვანს პაციენტებს და მათ თანმხლებ პირებს, ძირითადად ბავშვებს, თურქეთში სამკურნალოდ.

ცნობისათვის, დღემდე თურქეთიდან ღაზაში 11 თვითმფრინავით და  ერთი გემი, დაახლოებით 700 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და სამედიცინო აღჭურვილობა ასევე, 8 საველე ჰოსპიტალი და 20 სასწრაფო დახმარების მანქანა გაიგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები