პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

2066667
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ისრაელი ანტისემიტად ვერ მიიჩნევს, რაც არ უნდა ეცადოს, არის თურქეთი. თქვენ ვერ ნახავთ სირცხვილის ასეთ ლაქას თურქეთის წარსულში“.

ისრაელის თავდასხმებმა ღაზის სექტორზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პრეზიდენტ ერდოღანის დღის წესრიგში, რომელმაც განცხადებები გააკეთა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

მან განაცხადა, რომ 7 ოქტომბრიდან ღაზაში აბსოლუტური სისასტიკეა, ეს სისასტიკე ისეთივეა როგორც ჯვაროსანთა ოკუპაციის დროს ათასი წლის წინ და მეორე მსოფლიო ომის დროს.

„ისრაელი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც იყენებენ ყველა თანამედროვე საომარ იარაღს ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ, განიკითხებიან კაცობრიობის სინდისის წინაშე“. -  თქვა პეზიდენტმა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ როგორც თურქეთი, ისინი არ დაუშვებენ ისრაელის ბირთვული იარაღის საკითხის დავიწყებას.

„ჩვენ, როგორც თურქეთი, მობილიზებულები ვართ ღაზაში სისხლისღვრის შესაჩერებლად, დასავლური ქვეყნების არაკეთილსინდისიერებას სირცხვილით ვადევნებთ თვალყურს. ჰოლოკოსტის სირცხვილმა თითქოს ტყვედ აიყვანა ევროპელი ლიდერები. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ისრაელი ანტისემიტად ვერ მიიჩნევს, რაც არ უნდა ეცადოს, არის თურქეთი. თქვენ ვერ ნახავთ სირცხვილის ასეთ ლაქას თურქეთის წარსულში“. - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები