პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი მკაცრად გააკრიტიკა

ერდოღანი: „ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ მოჯაჰიდების ჯგუფია“

2055740
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი მკაცრად გააკრიტიკა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი ისრაელში და თქვა, რომ ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ მოჯაჰიდების ჯგუფია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის განაცხადა.

ისრაელის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ისრაელის სახელმწიფოსთან, მაგრამ ჩვენ არასოდეს მივესალმებით ისრაელის მიერ ჩადენილ ამ სისასტიკეს და მისი მოქმედების სტილს. ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა თითქმის ნახევარი ბავშვია. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ მიზანი არის მიზანმიმართული (შეგნებული) სისასტიკე კაცობრიობის წინააღმდეგ. ო ისრაელო, შენ შეგიძლია იყო ორგანიზაცია, ეს დასავლეთი შენს დიდ ვალშია. მაგრამ, თურქეთს არაფრის ვალი არ აქვს. ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ის არის განმათავისუფლებელი, მოჯაჰიდების ჯგუფი, რომელიც იბრძვის თავისი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ, როგორც თურქი ერი, ერთადერთი ხალხი ვართ დედამიწაზე, ვინც ისტორიის მანძილზე არ ყოფილა და არც იქნება რასისტი. ებრაულმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის. როგორც ქვეყანა და ერი, ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლის თქმას და ამისათვის გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ, დიპლომატიურ და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო საშუალებას ამის მისაღწევად.“



მსგავსი ინფორმაციები