ფაჰრეთთინ ალთუნის მოწოდება ისრაელს

ფაჰრეთთინ ალთუნის მოწოდება ისრაელს

2055657
ფაჰრეთთინ ალთუნის მოწოდება ისრაელს

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის იგნორირება და მიიღონ მკაცრი ზომები ჟურნალისტების დასაცავად.

ფაჰრეთთინ ალთუნმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ 24 ჟურნალისტი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.

ალთუნმა, ჟურნალისტების, ისევე როგორც სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული და განურჩეველი მკვლელობა დაგმო და დაამატა: „ისინი ჩვენი ერთადერთი წყაროა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ომის სისასტიკე. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო მსხვერპლის იგნორირება და მიიღონ მკაცრი ზომები ჟურნალისტების დასაცავად. გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ისინი თავიანთი საქმის კეთებას ცდილობენ და ეს არ უნდა დაუჯდეს მათ სიცოცხლის ფასად. ვუსამძიმრებ ყველა ჟურნალისტის ოჯახებს და ახლობლებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ საშინელ კონფლიქტში. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ფაქტების გამოვლენით შეგვიძლია“.



მსგავსი ინფორმაციები