პრეზიდენტმა ერდოღანმა, ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით აშშ გააკრიტიკა

პრეზიდენტმა ერდოღანმა, ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით აშშ გააკრიტიკა

2049051
პრეზიდენტმა ერდოღანმა, ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით აშშ გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით აშშ-ს დამოკიდებულება გააკრიტიკა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ს მიმართ კრიტიკის შემცველი განცხადებები, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერ, კარლ ნეჰამერისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „აშშ-მ რეგიონში გააგზავნა USS Gerald R. Ford-ის ავიამზიდი. რას გააკეთებს ამერიკის ავიამზიდი ისრაელში? რის გასაკეთებლად მოდის? რას გააკეთებს ის, იქ? ამიერიდან ისინი დაიწყებენ ძალიან სერიოზულ ხოცვა-ჟლეტას ღაზასა და მის შემოგარენში. დღეს, სირიაში 20-ზე მეტი ამერიკული ბაზაა. რას აკეთებენ ამერიკის ბაზები სირიაში? რა კეთდება ამ ბაზებით? ეს ყველაფერი არ უნდა შეფასდეს? სამწუხაროდ, ამერიკამ ჩამოაგდო თურქეთის კუთვნილი დრონი, რომელიც ოპერაციას ახორციელებდა, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ. მაშინ, როცა ამერიკამ ჩამოაგდო ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი, ამჟამად თურქეთი არ არის ამერიკის პარტნიორი ნატოში? ერთად არ არის? როგორ ავხსნათ ეს? როგორ შევაფასოთ ეს? როცა გვაწყობს, პარტნიორები ვართ, მაგრამ როცა გვაწყობს, სამწუხაროდ, ამერიკა ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას წვრთნის და იყენებს. სამწუხაროდ, ის ამ ადგილებს სისხლის აბანოებად აქცევს, იქნება ეს სირიაში თუ ახლო აღმოსავლეთში. ესენი უნდა ვნახოთ“.  

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გამოიწვევს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას, უფრო მეტ სისხლისღვრას და პრობლემებს.

„ამჟამად ღაზას წყალი არ მიეწოდება. სად არის ადამიანის უფლებები? იქ არ არის დენი. სად არის ადამიანის უფლებები? მაინტერესებს რა მდგომარეობაა ახლა ღაზას საავადმყოფოებში? მუშაობს? სამწუხაროდ! იქ სალოცავ ადგილებსა და საავადმყოფოებს უმოწყალოდ ბომბავენ, არავინ არაფერს ამბობს, სანამ ეს კეთდება“, აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ შაბათს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.



მსგავსი ინფორმაციები