ალ-ნაჰიან-ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ალ-ნაჰიან-ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

2044783
ალ-ნაჰიან-ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-ალ-ნაჰიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანმა გუშინ, ანკარაში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მისი ქვეყანა სოლიდარულია თურქეთთან.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ოფიციალური სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, ალ-ნაჰიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან.

სატელეფონო საუბრის დროს, ალ-ნაჰიამნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები სოლიდარულია თურქეთთან და მოძმე თურქ ხალხთან.

მისივე თქმით, საჭიროა ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევა ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად.



მსგავსი ინფორმაციები