პრეზიდენტი ერდოღანი "თურქევში" ნეთანიაჰუსა და მელონის შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

2039585
პრეზიდენტი ერდოღანი "თურქევში" ნეთანიაჰუსა და მელონის შეხვდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი მიიღო. მოგვიანებით ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო.

ერდოღანმა „თურქევში“ ისრაელის პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ მიიღო.

შეხვედრაზე, სადაც საერთაშორისო და რეგიონული საკითხები განიხილეს, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის უახლეს მოვლენებზე ისაუბრეს.

მიღებაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს შეუძლია ისრაელთან ერთობლივი მუშაობა ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში და რომ მშვიდობისთვის ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.

პრეზიდენტმა „თურქევში“ იტალიის პრემიერ მინისტრი მელონიც მიიღო. მიღება, რომელიც დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, პრესისთვის დახურული იყო.

მიღებაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რეგიონული საკითხები, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ინიციატივის მომავალი და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ეკონომიკისა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტისა და ბიზნეს ფორუმის შეხვედრები რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს, რათა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდოს.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ელჩი აკიფ ჩაღათაი ქილიჩი.

ბოლოს კი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენის სახელით დელეგაციების ხელმძღვანელებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად გამართული მიღებას მეუღლესთან ემინე ერდოღანთან ერთად დაესწრო.



მსგავსი ინფორმაციები