პრეზიდენტი ერდოღანი: „რესპუბლიკის მეორე საუკუნეს ჩვენი ერის საუკუნედ ვაქცევთ“

პრეზიდენტი ერდოღანი: „რესპუბლიკის მეორე საუკუნეს ჩვენი ერის საუკუნედ ვაქცევთ“

2023936
პრეზიდენტი ერდოღანი: „რესპუბლიკის მეორე საუკუნეს ჩვენი ერის საუკუნედ ვაქცევთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი მობილიზებულნი არიან იმისთვის, რომ რესპუბლიკის მეორე საუკუნე ერის საუკუნედ აქციონ.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნევშეჰირში გამართულ ჰაჯი ბექთაშ ველის გარდაცვალების 752-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვიდეო მესიჯი გააგზავნა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის მესიჯში განაცხადა:

„ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ რესპუბლიკის მეორე საუკუნე ჩვენი ერის საუკუნედ ვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სირთულის წინაშე ვდგავართ, მადლობა ღმერთს, მტკიცე ნაბიჯებს ვდგამთ დიდი და ძლიერი თურქეთის მიზნისკენ. ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამ ბრძოლაში ჩვენი მომავლისთვის არის უწმინდესის. ჰაჯი ბექთაშ ველის გზავნილები, რომლებიც განადიდებენ კაცობრიობას, წყალობას, თანაგრძნობას და ძმობას, ჩვენც გავაგრძელებთ იმის მიხედვით მოქმედებას რათა ერს და მთელ კაცობრიობას ვემსახურებით. ღმერთს შევთხოვ და ვისურვებ, რომ სამუდამოდ შეინარჩუნოს ჩვენი ერთობა და ძმობა. ამ გრძნობებით კიდევ ერთხელ ვიხსენებ უწმიდესს ჰაჯი ბექთაშ ველის გარდაცვალების 752-ე წელს, ვულოცავ ყველა ჩვენს ინსტიტუტს და ორგანიზაციას, განსაკუთრებით კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, რომლებიც იცავენ ჰაჯი ბექთაშ ველის სულიერ მემკვიდრეობას.“



მსგავსი ინფორმაციები