თურქეთის სამძიმარი პაკისტანს

თურქეთის სამძიმარი პაკისტანს

2020872
თურქეთის სამძიმარი პაკისტანს

თურქეთმა, პაკისტანს სარკინიგზო ავარიის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პაკისტანში მატარებლის ავარიის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას, რომელიც მოხდა სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად. ღმერთმა შეიწყალოს ისინი, ვინც ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ. მომხდარის შედეგად დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულების და დაშავებულების გამო მეგობარ და მოძმე პაკისტანის ხალხს, მათ ახლობლებს და მთავრობას სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ“.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანის ქალაქ იდან ნავაბშაჰის მახლობლად სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად ბოლო მონაცემებით 30 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები