თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის სახელი ცნობილი გახდა

თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის სახელი ცნობილი გახდა

1981437
თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის სახელი ცნობილი გახდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მეხუთე თაობის თვითმფრინავის სახელი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მისი სახელი იქნება „KAAN“-ი, რომელიც დევლეთ ბაჰჩელიმ შეარქვა.

პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ ანკარაში, თურქეთის აეროკოსმოსური ინდუსტრიის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში სახელწოდებით, „მომავლის საუკუნე" სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ეროვნული შესაძლებლობებით შექმნილი, მეხუთე თაობის თვითმფრინავის სახელი „KAAN“-ი იქნება.

„KAAN-ი და Hürjet-ი საკმარისია წყლის მეორე მხარეს მყოფთა შეწუხებისთვის. ახლა ჩვენ ვარსებობთ ყველა სფეროში მათ შორის ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერში ანუ ყველა სივრცეში. დღეს ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგებს, რომლებიც მომავლის სიმბოლოა, რაზეც გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქმა ასე მიუთითა: ‘მომავალი ცაშია’. თუკი დღეს თურქეთის საუკუნეზე ვსაუბრობთ, ამაში დიდი წილი აქვს იმ წარმატებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც არის როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის ლოკომოტივი,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები