საარჩევნო ცირკულარი გამოქვეყნდა

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2023 წლის 14 მაისს

1959182
საარჩევნო ცირკულარი გამოქვეყნდა

თურქეთში მიმდინარე წლის 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების კალენდარი ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.

პარტიები, რომლებიც არჩევნებში ალიანსით შევლენ, ოქმებს წარუდგენენ უმაღლეს საარჩევნო კოლეგიას (YSK) 18-დან 24 მარტამდე.

პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის განაცხადების მიღება შესაძლებელია  23 მარტამდე, თურქეთის დროით 17:00 საათამდე.

პრეზიდენტობის კანდიდატების საბოლოო სია ოფიციალურ გაზეთში 31 მარტს გამოქვეყნდება.

პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, პარლამენტარების სიები YSK-ს უნდა წარუდგინონ  არაუგვიანეს 9 აპრილს, 17:00 საათამდე.

საზღვარგარეთ და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ხმის მიცემა 27 აპრილს დაიწყება და 9 მაისს დასრულდება.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2023 წლის 14 მაისს, კვირას, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება 2023 წლის 28 მაისს.



მსგავსი ინფორმაციები