ანკარამ აშშ-ს ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

ანკარამ აშშ-ს ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

1954243
ანკარამ აშშ-ს ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიში ტერორიზმის შესახებ, მიზანმიმართულად ამახინჯებს ჩვენი ქვეყნის ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით PKK/PYD/YPG, DHKP-C, FETÖ და DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ე.წ. ანგარიშში SDG, ამერიკის პარტნიორად არის მოხსენიებული, დაეშის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. სინამდვილეში კი ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს განშტოებაა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის მიერ სირიასა და ერაყში წარმოებულმა ანტიტერორისტულმა ოპერაციებმა, სამოქალაქოების დანაკარგი გამოიწვია, ეს კი სრული სიცრუეა. ამავე ანგარიშში, ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წინააღმდეგ თურქეთის მხრიდან გატარებული ზომები გაკრიტიკებულია, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკა 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მიმართ უგულებელყოფას აგრძელებს“.



მსგავსი ინფორმაციები