კამპანიით „თურქეთი ერთი გულია“ 115,1 მილიარდი თურქული ლირა შეგროვდა

კამპანიით „თურქეთი ერთი გულია“ 115,1 მილიარდი თურქული ლირა შეგროვდა

1947028
კამპანიით „თურქეთი ერთი გულია“ 115,1 მილიარდი თურქული ლირა შეგროვდა

ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების ჭრილობების მოშუშების მიზნით მოეწყო დახმარების კამპანია „თურქეთი ერთი გულია“ 8 სატელევიზიო არხის, მათ შორის თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) ერთობლივი ეთერით.

კამპანიის ფარგლებში შეგროვებული 115,1 მილიარდი თურქული ლირა გადაეცემა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) და თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციას.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო ზარით ჩაერთო გადაცემაში, რომელიც გადაიცემოდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის და აზერბაიჯანის ჩათვლით, დაახლოებით 200 ციფრული, ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო ტელევიზიით და 500 რადიოთი.

"ყოველი კურუში, რომელიც შევა AFAD-ის ანგარიშებზე ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთიდან, გამოყენებული იქნება ჩვენი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის." - განაცხადა პრეზიდენტმა.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა დააზარალა თურქეთის 11 პროვინცია და სირია, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები