დაღუპულთა რიცხვი 19 ათას 875-მდე გაიზარდა

დაღუპულთა რიცხვი 19 ათას 875-მდე გაიზარდა

1945060
დაღუპულთა რიცხვი 19 ათას 875-მდე გაიზარდა

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად, რომელთა ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშში იყო, დაზარალებულ 10 პროვინციაში დაღუპულთა რიცხვი 19 ათას 875-მდე გაიზარდა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს განცხადების მიხედვით, 20:30 საათის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 875-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 79 717-მდე გაიზარდა.

მიწისძვრის ზონიდან სხვა პროვინციებში ევაკუირებულ დაზარალებულთა რაოდენობამ 86 754 შეადგინა.

7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დანგრეულ შენობებში მყოფი მოქალაქეების გამოყვანის სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კილისსა და შანლიურფაში დასრულდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები