ფუათ ოქტაიმ უნალ უსტელი მიიღო

ფუათ ოქტაიმ უნალ უსტელი მიიღო

1934277
ფუათ ოქტაიმ უნალ უსტელი მიიღო

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის (ჩკთრ) პრემიერ-მინისტრმა უნალ უსტელმა განაცხადა, რომ თურქეთის სრული მხარდაჭერა კვიპროსის საკითხის 2-სახელმწიფოებრივი გადაწყვეტის ხედვისადმი მათ ნდობას აძლევს. უნალ უსტელმა გუშინ დედაქალქ ანკარაში, ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაისთან პირისპირი და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. უსტელმა განაცხადა, რომ მათ კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ თურქეთი დგას, ჩკთრ-ს გვერდით ყველა სფეროში.

„ჩვენი, 2-სახელმწიფოებრივი გადაწყვეტის ხედვის მიმართ თურქეთის, როგორც დედა სამშობლოს მხარდაჭერა გვაიმედებს, რომ ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა უნალ უსტელმა.  

მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გასული წლის სექტემბრის თვეში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ჩკთრ-ს მიმართ წარმოთქმული ფრაზები, „ისტორიული ნაბიჯი“ იყო.


საკვანძო სიტყვები: #უნალ უსტელი , #ფუათ ოქტაი

მსგავსი ინფორმაციები