ჩავუშოღლუ ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

ჩავუშოღლუ ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს, ტელეფონით ესაუბრა

1928220
ჩავუშოღლუ ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს, ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა: „ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის იტამარ ბენ-გვირის პროვოკაციული ქმედება ალ-აქსას მეჩეთის წინააღმდეგ მიუღებელია“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩავუშოღლუმ კოლეგა კოენს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

აღნიშნულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია: „მინისტრმა ჩავუშოღლუმ შეახსენა კოენს ჩვენი ქვეყნის სენსიტიურობა და მოლოდინები პალესტინის საკითხთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა, რომ მიუღებლად მიგვაჩნია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის იტამარ ბენ-გვირის წინა დღის პროვოკაციული ქმედება ალ-აქსას მეჩეთის წინააღმდეგ. მინისტრმა ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ალ-აქსას მეჩეთის სტატუსის შენარჩუნებას და განაცხადა, რომ ჩვენ ველით, თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის პროვოკაციული ქმედება. "

საუბრის დროს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.



მსგავსი ინფორმაციები