მევლუთ ჩავუშოღლუ ანკარაში სირიის წარმომადგენლებს შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ ანკარაში სირიის წარმომადგენლებს შეხვდა

1927541
მევლუთ ჩავუშოღლუ ანკარაში სირიის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დედაქალაქ ანკარაში, სირიის ოპოზიციისა და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის (SMDK) თავმჯდომარე სალიმ ალ-მუსლატი, სირიის მოლაპარაკებების კომისიის თავმჯდომარე ბედირ კამუსი და სირიის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე აბდურაჰმან მუსტაფა მიიღო.

საკითხთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს 2254-ე რეზოლუციის შესაბამისად გაიმართა.

ცნობისათვის, რეზოლუცია 2254, რომელიც ერთხმად დაამტკიცა გაეროს უშიშროების საბჭომ 2015 წლის დეკემბერში, უნდა უზრუნველყოს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტა სირიაში და პარალელურად დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომელიც მხარეებს მოუწოდებს „ერთიანი მთავრობის“ შექმნას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.



მსგავსი ინფორმაციები