ჩავუშოღლუ და სილვას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

ჩავუშოღლუ პელეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

1926358
ჩავუშოღლუ და სილვას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
lula da silva-cavusoglu.jpg

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ბრაზილიაში ბოლო არჩევნებში პრეზიდენტად არჩეული ლუის ინასიო ლულა და სილვას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა ფოტო, სადაც ლულას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მიულოცა.

თავის პოსტში მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენ დავესწარით ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის, ლულა და სილვას ფიცის დადების ცერემონიას, გადავეცით ჩვენი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვა და კეთილი სურვილები.“

მეორეს მხრივ, ბრაზილიაში მყოფი თურქი დიპლომატი, ლეგენდარული ფეხბურთელის, პელეს დაკრძალვის ცერემონიას, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მრავალი ცნობილი სახე, მათ  შორის პოლიტიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას, თურქეთის სახელით დაესწრება. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პელეს დაკრძალვაზე დასწრება დაავალა მინისტრ ჩავუშოღლუს, რომელიც ბრაზილიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ლუის ინასიო ლულა და სილვას ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრებად ამ ქვეყანაში ჩავიდა.

ლეგენდარულ ფეხბურთელს დღეს, საავადმყოფოდან სანტოსის სტადიონზე გადაასვენებენ, სადაც მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე 29 დეკემბერს გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები