პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

1917508
პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრის დროს 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ძალისხმევას ზამთრის მძიმე თვეებში უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მისი მეუღლე ემინე ერდოღანი მჭიდროდ არის ჩართული დედაქალაქ ანკარაში 1033 კაციან ჯგუფის მასპინძლობაში, რომელიც შედგება უკრაინელი ობლებისა და მათი თანმხლები ადამიანებისგან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის დერეფანი შეიძლება გაფართოვდეს ისეთი ფორმით, რომ მოიცავდეს სხვადასხვა საკვებ პროდუქტებს და სხვა საქონელს და იმედოვნებს, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი მელე გადაწყდება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ ასევე განიხილეს ის სამუშაოები, რომელიც შეიძლება ჩატარდეს უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მიერ G-20 სამიტზე გამოცხადებული სამშვიდობო გეგმის განხორციელების ფარგლებში.

ერდოღანმა გუშინ ასევე სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.



მსგავსი ინფორმაციები