აქარმა განაცხადა, რომ ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში 184 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

აქარმა განაცხადა, რომ ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში 184 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1909258
აქარმა განაცხადა, რომ ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში 184 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია „კლანჭი-მახვილის“ დაწყებიდან 184 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

აქარმა სახმელეთო ჯარების სარდლობაში თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლობასთან ერთად ოპერატიული ცენტრი დაათვალიერა.

მან განაცხადა, რომ ოპერაცია „კლანჭი-მახვილის“ დროს დაიბომბა ერაყის ჩრდილოეთით კანდილში, ასოსში, ჰაკურკის რაიონებში და სირიის ჩრდილოეთში არაპ პინარში, მანბიჩში, ზორის გამოქვაბულის რეგიონში, თელ რიფატში, ჯიზრესა და დერიკის რეგიონებში მდებარე სამიზნეები. მისივე თქით, ოპერაციის პირველ ეტაპზე ტერორისტების თავშესაფრები, ბუნკერები, გამოქვაბულები, გვირაბები და საწყობები, მთლიანად 89 სამიზნე განადგურდა.

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია დიდ კოლაფსშია და დაამატა:

"ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე პასუხის დროა. ადრე გაკეთებულთან ერთად ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ ყველა იმ საზიზღარ საქციელზე, რაც მათ გააკეთეს გასულ კვირას ბეიოღლუში (6 ადამიანი დაიღუპა) და გუშინ სასაზღვრო ხაზზე ონჯუპინარსა და ქარქამიშში (სადაც 2 ადამიანი დაიღუპა მათ შორის ერთი ბავშვი). ამაზე პასუხს აგებენ. ჩვენი დაღუპული მოქალაქეების გამო პასუხს ვაგებინებთ. ოპერაცია „კლანჭის-მახვილის“ დაწყებიდან დღემდე სახმელეთო ცეცხლის დამხმარე მანქანებითა და თვითმფრინავებით განეიტრალდა 184 ტერორისტი. მიგვაჩნია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ განეიტრალება უკანასკნელი ტერორისტი. /.../. თურქეთის შეიარაღებული ძალები როგორც ოპერაციის დაგეგმვაში ასევე განხორციელებისას ავლენს ისეთ მგრძნობელობას, რომელიც არცერთ ჯარს არ გამოუჩენია, რათა არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გარემო, ისტორიული, კულტურული და რელიგიური სტრუქტურები. თურქეთის შეიარაღებული ძალები გააკეთებს იმას, რაც უნდა გაკეთდეს ყველა ამ სენსიტიურობის შესაბამისად“.



მსგავსი ინფორმაციები