ერაყის ჩრდილოეთში ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთში ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

1902791
ერაყის ჩრდილოეთში ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კიდევ ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ტერორისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა.“

სამინისტრო თავის განცხადებაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და შეიარაღებულ ძალებს სამძიმარსაც უცხადებს.



მსგავსი ინფორმაციები