პრეზიდენტი ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა

პრეზიდენტი ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა

1876130
პრეზიდენტი ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თავისი კოლეგების მიწვევით, დღეს, ხვალ და ზეგ ოფიციალური ვიზიტით ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთსა და ხორვატიას ეწვევა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრებზე სამ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობები ყველა ასპექტში განიხილება.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრებზე, განიხილება სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შესასრულებელი სამუშაოები, განსაკუთრებით ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები, ასევე განიხილება ბალკანეთში განვითარებული მოვლენები და საერთაშორისო საკითხებიც. სამივე ქვეყანაში ბიზნესფორუმები გაიმართება. ამ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი ხორვატიის ქალაქ, სისაკში, ისლამური კულტურული ცენტრის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება.



მსგავსი ინფორმაციები