წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ პაკისტანში კიდევ ორი ​​თურქული თვითმფრინავი ჩაფრინდა

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ პაკისტანში კიდევ ორი ​​თურქული თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს

1873240
წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ პაკისტანში კიდევ ორი ​​თურქული თვითმფრინავი ჩაფრინდა

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ პაკისტანში კიდევ ორი ​​თურქული თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სოციალური მედიით გავრცელებულ პოსტში ნათქვამია: „ჩვენი თვითმფრინავები, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება წაიღეს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჩვენი პაკისტანელი ძმებისთვის, დანიშნულების ადგილზე ჩაფრინდნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ პაკისტანის ხალხს და დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატმა (AFAD) განაცხადა, რომ "საჰაერო ხიდი" შეიქმნა პაკისტანისთვის კარვებითა და ჰუმანიტარული მასალებით დახმარების უზრუნველსაყოფად. იქვე ნათქვამია, რომ პირველ ეტაპზე 10 ათასი ცალი კარავის, 50 ათასი საკვები პროდუქტების ნაკრების, 50 ათასი ჰიგიენური მასალის და 10 ათასი ცალი საბავშვო საკვების წყალდიდობით დაზარებულ ზონაში გაგზავნა დაიწყო.

პაკისტანის კატასტროფების მართვის ეროვნულმა სააგენტომ (NDMA) განაცხადა, რომ 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, რომელიც 14 ივნისიდან დღემდე გრძელდება.

იქვე ნათქვამია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა 992 ათას 871 სახლი, დაიღუპა 727 ათას 144 ფერმის ცხოველი, დაახლოებით 33 მილიონ 46 ათასი ადამიანი დაზარალდა, ხოლო ბანაკებში თავშეფარებულია 498 ათას 442 ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები