6 აგვისტოს დაჭრილი ჯარისკაცი დაიღუპა

6 აგვისტოს დაჭრილი ჯარისკაცი დაიღუპა

1865812
6 აგვისტოს დაჭრილი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული „კლანჭი-ბლოკირება“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების რეგიონში სეპარატისტი ტერორისტების მხრიდან 6 აგვისტოს ხელნაკეთი ბომბით განხორციელებული  თავდასხმის შედეგად დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც მაშინვე იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი, ყველა მცდელობის მიუხედავად დაიღუპა.“

სამინისტრო თავის განცხადებაში დაღუპულის ოჯახს და შეიარაღებულ ძალებს სამძიმარსაც უცხადებს.



მსგავსი ინფორმაციები