ერდოღან-გუტიერეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-გუტიერეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1846016
ერდოღან-გუტიერეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ  ერდოღანი, გაეროს  გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს  გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს, მათ, მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარების ინიციატივები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დრსო, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ერთობლივ ძალისხმევას შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, რაც გახდება გლობალური სასურსათო კრიზისის პრევენციის ფაქტორი. ერდოღანმა ასევე განუცხადა გაეროს გენერალურ მდივანს, რომ ის აგრძელებს თანამოსაუბრეებთან ომის დიპლომატიური გზით მოგვარების და კრიზისის აღმოსაფხვრელად გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბარს.



მსგავსი ინფორმაციები