პრეზიდენტმა ერდიღანმა გლობალურ საპარლამენტო მიგრაციის კონფერენციაზე ვიდეომესიჯი გააგზავნა

პრეზიდენტმა ერდიღანმა გლობალურ საპარლამენტო მიგრაციის კონფერენციაზე ვიდეომესიჯი გააგზავნა

1845728
პრეზიდენტმა ერდიღანმა გლობალურ საპარლამენტო მიგრაციის კონფერენციაზე ვიდეომესიჯი გააგზავნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „მიგრაციისა და ლტოლვილების პრობლემებს აწყდებიან, არა განვითარებული საზოგადოებები, რომლებსაც აქვთ ხმამაღალი ხმა, არამედ ჩვენნაირი ქვეყნები, რომლებიც კრიზისული რეგიონების მეზობლები არიან“. პრეზიდენტმა ამის შესახებ, სტამბოლში გამართულ, გლობალურ საპარლამენტო მიგრაციის კონფერენციაზე გაგზავნილ ვიდეომესიჯში აღნიშნა. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ემიგრანტების რაოდენობა 275 მილიონს უახლოვდება, ხოლო დევნილთა რაოდენობა 30 მილიონს.

„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებთან ერთად ლტოლვილთა რაოდენობას კიდევ 5 მილიონი ადამიანი დაემატა. უსაფრთხოების, შიმშილობის და სხვადასხვა სირთულეებისგან თავის დაღწევის მიზნით მიგრაციაში წასულების ბედი უმეტეს შემთხვევაში კატასტროფულად სრულდება. ხმელთა შუა ზღვაში 30 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. უცნობია იმ ბავშვების ბედი, რომლებმაც თავი შეაფარეს ევროპაში. ჩვენ მოწმენი ვართ იმ ლტოლვილების გასაჭირის, რომლებსაც თითქმის ყოველდღე დევნიან, ძარცვავენ, სცემენ და კლავენ კიდეც საბერძნეთის უსაფრთხოების ძალები. მიგრაციისა და ლტოლვილების პრობლემებს აწყდებიან, არა განვითარებული საზოგადოებები, რომლებსაც აქვთ ხმამაღალი ხმა, არამედ ჩვენნაირი ქვეყნები, რომლებიც კრიზისული რეგიონების მეზობლები არიან. ზოგიერთმა ქვეყანამ, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე ასი ლტოლვილი მიიღო, იმასაც სარეკლამოდ იყენებენ. ბოლო 7 წლის განმავლობაში თურქეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პასუხისმგებლობის შესრულებას. იმ დროს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ სფეროში ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, არავის აქვს იმის უფლება გაექცეს ამ პასუხისმგებლობას“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები