ჰაიტიზე თურქეთის რვა მოქალაქე გაიტაცეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ჰაიტიზე შეიქმნა კრიზისული ცენტრი იქ გატაცებული თურქი მოქალაქეების გასათავისუფლებლად

1824433
ჰაიტიზე თურქეთის რვა მოქალაქე გაიტაცეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ჰაიტიზე შეიქმნა კრიზისული ცენტრი იქ გატაცებული თურქი მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან, ჰაიტიზე სამგზავრო ავტობუსის გატაცების შესახებ კითხვაზე, რომელშიც თურქეთის 8 მოქალაქე იმყოფებოდა, უპასუხა: "თვალყურს ვადევნებთ. ჰაიტიზე შეიქმნა კრიზისული ცენტრი."

მინისტრის თქმით, გატაცების მიზეზად გამოსასყიდის მოთხოვნის შესაძლებლობა განიხილება და თურქეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია არ არსებობს.

მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართა ჰაიტის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ვიქტორ გენეუსთან.



მსგავსი ინფორმაციები