თურქეთის მორიგი „მეგობრული ხელი“ საბერძნეთს

თურქეთის მორიგი „მეგობრული ხელი“ საბერძნეთს

1816268
თურქეთის მორიგი „მეგობრული ხელი“ საბერძნეთს

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, საბერძნეთს მოუწოდა, „მეგობრული ხელი“, რომელიც თურქეთმა საბერძნეთს გულწრფელად გაუწოდა, მჭიდროდ ჩაეკიდოს.

ჰულუსი აქარმა ეს მოწოდება, „ლურჯი სამშობლოს“ წვრთნებში მონაწილე გემების მეთაურების მიმართ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიმართვის დროს გააკეთა.

„როგორც ჩვენი წვრთნები, ასევე სხვა აქტივობები აჩვენებს, რომ თურქეთის საზღვაო ფლოტს აქვს დაიცვას ჩვენი ქვეყნის უფლებები და ინტერესები რა, ამის ძალაც შესწევთ. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო კანონს საბერძნეთთან ურთიერთობაში და ყოველთვის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრე ვართ. გვინდა, რომ არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების მეთოდით გადაწყდეს. როგორც თურქეთი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთი ნაბიჯით წინ მშვიდობისთვის. ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. ჩვენი მიზანია, ეგეოსის ზღვის მთელი სიმდიდრე სამართლიანად გავიზიაროთ. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით. სწორედ ამის ფარგლებში საბერძნეთ კიდევ ერთხელ ვუწოდებთ „მეგობრულ ხელს“ და მოვუწოდებთ მჭიდროდ ჩაეჭიდოს მას რა, ყოველგვარი პროვოკაციული განცხადებების და ქმედებებისგან თავი შორს დაიჭიროს“, განაცხადა ჰულუსი აქარმა.  



მსგავსი ინფორმაციები