რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარლ ნეჰამერისთან სატელეფონო საუბარი გამართა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარლ ნეჰამერისთან სატელეფონო საუბარი გამართა

1810233
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარლ ნეჰამერისთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-ნეჰამერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ავსტრიის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები და რეგიონალური საკითხები, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა, ბოლო დროს თურქეთ-ავსტრიას შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრების და კომუნიკაციების გამო კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ავსტრიაში თურქული საზოგადოების კეთილდღეობისა და მშვიდობისადმი მგრძნობელობა, რომელიც წარმოადგენს უძლიერეს ადამიანურ კავშირს ორ ქვეყანას შორის, გააძლიერებს ამჟამინდელ პოზიტიურ ატმოსფეროს.

სატელეფონო საუბრის დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ყველაფერს, რათა მშვიდობა დამყარდეს რუსეთსა და უკრაინას შორის, რომლებიც 24 თებერვლიდან ომში არიან.

ამავე ინფორმაციით, ერდოღან-ნეჰამერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დადგენილი მექანიზმების ხელახლა ამოქმედდება, კონკრეტული პროგრესი  ვიზალიბერალიზაციის პროცესში, წევრობის მოლაპარაკებებში ახალი თავების გახსნა, საბაჟო კავშირების, ენერგორესურსები კასპიის აუზსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, რომლებიც თურქეთის გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს, ეს და სხვა მრავალი საკითხი იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები