ვიქტორია ნულანდი ანკარას ეწვევა

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი, ანკარას ეწვევა

1806459
ვიქტორია ნულანდი ანკარას ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი, საფრანგეთს, ანკარას, საბერძნეთს, გერმანიას და სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეს ეწვევა ტურნეს ფარგლებში, რომელიც 2 აპრილს დაიწყო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი, 2-9 აპრილს „ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, უკრაინის მხარდაჭერის ხაზგასმისა და რუსეთის მიერ პროვოკაციის გარეშე (24 თებერვალს) წამოწყებულ ომზე პასუხის კოორდინაციისთვის“ გაემგზავრება საფრანგეთში, ანკარაში, საბერძნეთში, კვიპროსის ბერძნულ მხარესა და გერმანიაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნულანდი პარიზში შეხვდება თავის ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებს, ხოლო მოგვიანებით ეწვევა ანკარას, საბერძნეთს და კვიპროსის ბერძნულ მხარეს, რათა განიხილონ რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხები.

„გერმანიაში, მდივნის თანაშემწე ნულანდი შეხვდება თავის G7-ს ქვეყნების კოლეგებს, რათა განიხილონ მთელი რიგი გლობალური და პანდემიის შემდგომი განვითარების საკითხები“. - ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში ნულანდთან ერთად იმყოფებიან თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ილან გოლდენბერგი და მდივნის თანაშემწე ერიკა ოლსონი.


საკვანძო სიტყვები: #ვიქტორია ნულანდი , #ანკარა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები