პრეზიდენტმა ერდოღანმა მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს სიტყვით მიმართა
რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ მხარეები დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის ხვდებიან
რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ მხარეები დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის ხვდებიან.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციების შეხვედრის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: "ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიან მშვიდობაში დამარცხებული არ იქნება. კონფლიქტის გახანგრძლივება არავის ინტერესებში არ შედის".
პრეზიდენტი ერდოღანი დოლმაბაჰჩეს ოფისში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა და თქვა: „როგორც ქვეყანა, რომელიც მრავალი ტკივილის მომსწრე გახდა თავის რეგიონში, ჩვენ ვიმუშავეთ და ვცდილობდით, მსგავსი სურათი არ განმეორებულიყო შავი ზღვის ჩრდილოეთით“.
„ჩვენ გამოვავლინეთ სამართლიანი მიდგომა, რომელიც იცავს ორივე მხარის (რუსეთი-უკრაინის) უფლებებს, კანონებსა და სენსიტიურობას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე... ყველასთვის სასარგებლო იქნება ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს... ვფიქრობთ, რომ შევედით იმ პერიოდში, როდესაც მოლაპარაკებებიდან კონკრეტული შედეგები უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე თქვენ აიღეთ ისტორიული პასუხისმგებლობა, როგორც დელეგაციის წევრებმა. მთელი მსოფლიო თქვენგან კარგ და სასიხარულო ამბებს ელის... პროგრესი, რომელსაც თქვენ მიაღწევთ მოლაპარაკებებზე, შესაძლებელს გახდის შემდეგ ეტაპს, კონტაქტს ლიდერების დონეზე. ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ ასეთ შეხვედრასაც“.- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კვირას სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფების შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართებოდა.
იმავდროულად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავის ქვეყანაში პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთში გასამართ მოლაპარაკებებზე ჩვენი მინიმალური მოთხოვნა იქნება ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა და ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნა კი იქნება ცეცხლის შეწყვეტა და ამისთვის მდგრადი შეთანხმების უზრუნველყოფა.“
მსგავსი ინფორმაციები
რა საკითხები იქნა განხილული იაშარ გიულერის კატარში ვიზიტის დროს?
რა საკითხები იქნა განხილული იაშარ გიულერის კატარში ვიზიტის დროს?