თურქეთი რუსეთ-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში დიპლომატიას აგრძელებს

თურქეთი რუსეთ-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში დიპლომატიას აგრძელებს

1802807
თურქეთი რუსეთ-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში დიპლომატიას აგრძელებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის ბოლო მოვლენები იქნა განხილული. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა როგორც რეგიონისთვის ასევე მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება დროზე უნდა მოხდეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ისინი სიტუაციის დასარეგულირებლად ყველა ზომებს მიმართავენ.

სატელეფონო საუბრის დროს, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი შეხვედრა სტამბულში გაიმართება.

მეორეს მხრივ, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრის სტამბოლში გამართვის საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუც.

ჩავუშოღლუ თავის გზავნილში აღნიშნავს: „ჩვენ, როგორც თურქეთი, ვაცნობიერებთ მხარეთა ნდობის პასუხისმგებლობას.“

ჩავუშოღლუმ ამ გზავნილის შემდეგ თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა რა, ორი ქვეყნის დიპლომატმა, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული კრიზისის ბოლო მოვლენები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები