პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრიუსელში ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტი პრესკონფერენციაზე შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტი პრესკონფერენციაზე შეაფასა

1801556
პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრიუსელში ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტი პრესკონფერენციაზე შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს სანდო ფორმულას, რომელიც იქნება მიღებული რუსეთის, უკრაინის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„ყველამ, ევროპის ქვეყნების თაოსნობით, მხარი უნდა დაუჭიროს კართან მისულ ლტოლვილებს და აიღოს პასუხისმგებლობა მათი პრობლემების შემსუბუქებაზე.“  - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, არსებულ ომის პირობებში უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერასათან ერთად ნატომ უნდა იმოქმედოს რეალისტური და სტრატეგიული მიდგომით.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას ნატოს შემაკავებელი და თავდაცვით ღონისძიებებში, რომელიც დაფუძნებულია ალიანსის სოლიდარობაზე და დაამატა: „იგივე სოლიდარობას ველით ჩვენი მოკავშირეებისგანაც“.

ერდოღანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციის წარმატებები აშკარაა, არ შეიძლება ქჰონდეს გონივრული გამართლება თურქეთის წინაშე არსებულ დაბრკოლებებს ამ სფეროში.

„ჩვენ საერთო ინტერესშია, რომ ზოგიერთი მოკავშირის მიერ ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე დაწესებული შეზღუდვები უკვე მოიხსნას... მოკავშირეებს შორის ფარული და აშკარა ემბარგოს დაწესება კი არა, დღის წესრიგშიც არ უნდა ჩადგეს... მე გავუზიარე ჩვენი მოლოდინები ამ საკითხთან დაკავშირებით ლიდერებს... ამ ეტაპზე გარდაუვალია გაეროს უშიშროების საბჭოს თაოსნობით გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის სერიოზული რეფორმა.” - თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ჩვენი ძალისხმევაა შევქმნათ მშვიდობის ატმოსფერო ორი ლიდერის ერთად შეკრებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს სანდო ფორმულას, რომელიც იქნება მიღებული რუსეთის, უკრაინის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ“.

 


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები