ერდოღანი: „ჩვენ ვერ გავამართლებთ არალეგიტიმურ ნაბიჯებს, რომლებიც უგულვებელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს

ერდოღანი: „ჩვენ ვერ გავამართლებთ არალეგიტიმურ ნაბიჯებს, რომლებიც უგულვებელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს“

1794072
ერდოღანი: „ჩვენ ვერ გავამართლებთ არალეგიტიმურ ნაბიჯებს, რომლებიც უგულვებელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ ვერ გავამართლებთ არალეგიტიმურ ნაბიჯებს, რომლებიც უგულვებელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს“.

პრეზიდენტმა ამის შესახებ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა და დაამატა: „უკრაინა და რუსეთი ჩვენი მეზობლები და მეგობრები არიან. ვწუხვართ, რომ ჩვენს მეზობლებს შორის არსებული კრიზისი კონფლიქტში გადაიზარდა. დაძაბულობის ამ ეტაპამდე გაზრდამ ყველაზე მეტად ჩვენ შეგვაშფოთა. ჩვენ ვერასოდეს გავამართლებთ აგრესიულ ქმედებებს ჩვენი რომელიმე მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენი იმედია, რომ ზომიერება და საღი აზრი გაიმარჯვებს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება მიღწეული. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ღონეს, მათ შორის ჩვენი ქვეყნისათვის მონტრეს (1936) კონვენციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. 2014 წელს მე გამოვხატე ჩვენი ქვეყნის მკაფიო პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით. (როდესაც ის უკანონოდ იქნა ანექსირებული) ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით ამ საკითხს დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან შეხვედრის დროს. მთელმა დასავლეთმა და მთელმა მსოფლიომ იმ დროს არ ამოიღო ხმა. მაშინ მათ რომ ამოეღოთ ხმა, 2014 წელს ყირიმში შეჭრის წინააღმდეგ, დღევანდელი მდგომარეობის განმუხტვასაც შევძლებდით. განა ასე არ არის? მაგრამ, მაშინ დუმილის უფლების გამომყენებლები დღეს საუბრობენ. კარგით მაგრამ სამართლიანობა ამ სამყაროს გარკვეული ნაწილისთვის არსებობს? ეს როგორი სამყაროა“?

მეორეს მხრივ პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს, ასევე აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანს  საკუთარი სახლ-კარის დატოვება მსოფლიოში არასტაბილურობისა და კონფლიქტების გამო მოუწია.



მსგავსი ინფორმაციები