რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩავუშოღლუს სატელეფონო დიპლომატია გრძელდება

რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩავუშოღლუს სატელეფონო დიპლომატია გრძელდება

1786845
რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩავუშოღლუს სატელეფონო დიპლომატია გრძელდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რუსეთ-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს. სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მევლუთ ჩავუშოღლუმ საკითხთან დაკავშირებით მორიგი სატელეფონო საუბარი გამართა, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერესთან.

ამავე ინფორმაციით, ჩავუშოღლუმ ასევე ცალკ-ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევა მარია ლიმეტსისთან და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ვოპკე ჰოექსტრასთან. სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები იქნა განხილული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები