პრეზიდენტმა ერდოღანმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაფასა

1779412
პრეზიდენტმა ერდოღანმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაფასა
Erdogan BAE.jpg
erdogan

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი მოხარულია, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თანამშრომლობის სურვილი ორმხრივია. ერდოღანმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში შეფასებები გააკეთა.

„არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული შეხვედრების დროს ჩვენ გამოვავლინეთ ძლიერი ერთობლივი ნება ურთიერთობების განვითარებისა და ინვესტიციების გაზრდის მიზნით და ჯამში 13 ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ჩვენ მხარს ვუჭერთ არაბთა გაერთიანებული საემიროების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. სპარსეთის ყურის უსაფრთხოებას ჩვენივე უსაფრთხოებად აღვიქვამთ. ასევე მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს თანამშრომლობაში მიღწეულია იმპულსის შენარჩუნებისა და წინსვლის ნებისყოფა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ეს ძალისხმევა ჩვენი საერთო ინტერესებისა და რეგიონის მომავლისთვის, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე“, - აცხადებს პრეზიდენტის ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის შეფასებისას.

ერდოღანი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის შეფასებისას ამ ქვეყანაში მისი და მისი დელეგაციის მიმართ გამოჩენილი სტუმარმასპინძლობისთვის ყველას მადლობას უხდის.

პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 2 დღიანი ვიზიტის შემდეგ გუშინ ღამით სამშობლოში დაბრუნდა.



მსგავსი ინფორმაციები