ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა

საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა

1769625
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა

პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე შეფასდა 2021 წელს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების ყველა ასპექტი, 2022 წელს მოსალოდნელი გამოწვევები და ამ ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „განხილული იქნა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობა, აღინიშნა, რომ დაძაბულობის ზრდას არ მოჰყვება შედეგები ვინმეს სასარგებლოდ და ყველა მხარეს მოუწოდეს საღი გონებით შეამცირონ დაძაბულობა.“

ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად შექმნილი მექანიზმების და ძალისხმევის, თურქეთისა და სომხეთის თაოსნობით, მხარეთა კონსტრუქციული და გულწრფელი ძალისხმევით გაძლიერების მნიშვნელობას.

„საბერძნეთს, რომელიც დაუფიქრებლად არღვევს და ამახინჯებს საერთაშორისო კანონმდებლობას და აგრძელებს კუნძულების შეიარაღებას ხელშეკრულებების დარღვევით, მოვუხმობთ გულწრფელად უპასუხოს ჩვენს დიალოგისა და თანამშრომლობის შესახებ მოწოდებებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩვენს გადაწყვეტილებას დავიცვათ ჩვენი ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაში.” - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები