ერდოღანის საქმესთან დაკავშირებით შვეიცარიაში სასამართლო პროცესი დაიწყო

განაჩენი ამ კვირის ბოლოს, ანდა ორშაბათს გამოიტანება

1764979
ერდოღანის საქმესთან დაკავშირებით შვეიცარიაში სასამართლო პროცესი დაიწყო

2017 წლის 17 მარტს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, ექსტრემალური მემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ასევე თურქეთში მოქმედი ტერ-ორგანიზაციების PKK-ს, DHKP-C-ს და YPG-ს მომხრეები და რომელზეც მათ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე გამიზნული შეურაცხმყოფელი ბანერი ჰქონდათ გამოტანილი, მასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დაიწყო. იმ დროს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმის პროცესი მიმდინარეობდა და ბერნში გამართულ მიტინგზე გამოტანილ შავ ფონიან ბანერზე, ერდოღანის სურათი იყო დახატული, რომელსაც თავზე ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა მიბჯენილი წარწერით, "მოკალით ერდოღანი თავისივე იარაღით." აი ეს ბანერი გაპროტეტსტებულ იქნა ანკარის მხრიდან და ბანერის გამომტანების მიმართ სარჩელი აღძრა ბერნის სასამართლოში. შვეიცარიული პრესის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებული 4 “მემარცხენე აქტივისტი“ ეჭვმიტანილის მიმართ, შვეიცარიის პროკურატურის მიერ “დანაშაულისა და ძალადობის ღიად წაქეზების“ ბრალდებით მომზადებული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე სასამართლო პროცესი, ბერნის რაიონულ სასამართლოში გუშინ დაიწყო და სავარაუდოდ, საბოლოო განაჩენი ამ კვირის ბოლოს, ანდა, ორშაბათს გამოიტანება.


საკვანძო სიტყვები: #სასამართლო , #შვეიცარია , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები