თურქეთმა აშშ-ს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა სამძიმარი გამოუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქალაქ ფილადელფიაში გაჩენილი ხანძრის გამო

1757909
თურქეთმა აშშ-ს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა სამძიმარი გამოუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქალაქ ფილადელფიაში გაჩენილი ხანძრის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ვუსამძიმრებთ ამერიკელ ხალხს და მთავრობას, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ."

გუშინ ქალაქში სამ სართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #სამძიმარი , #ხანძარი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები