ერდოღანი İSİPAB-ის საპარლამენტო კავშირის მე-16 კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი: „ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ, ჩვენს მგრძნობელობას აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსთან და ალ-აქსას მეჩეთის სიწმინდესთან დაკავშირებით“

1745749
ერდოღანი İSİPAB-ის საპარლამენტო კავშირის მე-16 კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მგრძნობელობა აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსთან და ალ-აქსას მეჩეთის სიწმინდესთან დაკავშირებით უცვლელია.

მან ამის შესახებ, სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ, ისლამური ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო კავშირის (İSİPAB) მე-16 კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვლის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ იერუსალიმის საკითხი არ არის მხოლოდ რამდენიმე მამაცი მუსლიმანის საქმე, არამედ, მთელი ისლამური სამყაროს საერთო საქმეა.

„ჩვენ, როგორც იმ წინაპრების შთამომავლები, რომლებიც სამართლიანად განაგებდნენ იერუსალიმს 400 წლის განმავლობაში, არ გვინდა ვიხილოთ სისხლი, ცრემლები და ჩაგვრა პალესტინაში. ჩვენი სურვილია, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სუფევდეს რა, ამისათვის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა აუცილებელია, რომლის საზღვრებიც 1967 წელს განისაზღვრა და, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმია.  ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთიანად და სოლიდარულად, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეასუსტებს პალესტინის საქმეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა მივიყვანოთ პალესტინის საქმე იმ ადგილზე, რომელსაც ის იმსახურებს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან სიტყვით გამოსვლის დროს, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და დასძინა, რომ ისინი აგრძელებენ ძალისხმევას, რათა ავღანეთი კვლავ არ იქნას ჩათრეული ქაოსსა და კონფლიქტებში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ არ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა სირიის კრიზისთან დაკავშირებით.

მან ბოლოს დაამატა: „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ევროპა, სადაც სხვადასხვა წარმოშობის 35 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, გახდეს ჩვენი ძმების საკონცენტრაციო ბანაკი.“


საკვანძო სიტყვები: #სიტყვით გამოსვლა , #İSİPAB , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები