აზერბაიჯანში თურქი ჯარისკაცების მისიის მანდატი 1 წლით გაახანგრძლივეს

ეროვნულმა მეჯლისმა აზერბაიჯანში თურქი ჯარისკაცების მისიის მანდატი 1 წლით გაახანგრძლივა

1732427
აზერბაიჯანში თურქი ჯარისკაცების მისიის მანდატი 1 წლით გაახანგრძლივეს

აზერბაიჯანში თურქი ჯარისკაცების მისიის მანდატის 1 წლით გახანგრძლივების ნებავრთვა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) გენერალურ სესიაზე მიიღეს.

თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით წინა დღეს გაგზავნილ ნებართვაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილ „სამთა დეკლარაციაში“ რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება გრძელდება.

ნებართვაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თურქეთი, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და ლეგიტიმური სუვერენული უფლებების საფუძველზე პროცესის დასაწყისიდან მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანს, რათა მან შესძლოს თავისი ყველა უფლების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისა და გაძლიერებისთვის და ამის გასაადვილებლად ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აგების და აღორძინებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ახორციელებს.



მსგავსი ინფორმაციები