გუშინ თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გუშინ თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

1713163
გუშინ თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ (MGK) განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული და სტაბილურობისათვის ზიანის მიმყენებელი ქმედებები რეგიონში აზიანებს სენსიტიურ ბალანსს და ხელს უშლის მუდმივი და მდგრადი გადაწყვეტის მიღწევას.

გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ წერილობითი განცხადება გაკეთდა.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ტერორისტული ორგანიზაციების PKK/KCK-PYD/YPG-ს, FETO-ს და DAEŞ-ის თაოსნობით, ეროვნული ერთობის წინააღმდეგ მიმართული ყველა სახის საფრთხისა და მუქარის მიმართ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მტკიცედ და წარმატებით წარმოებული საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სირიის საკითხში მონაწილე და ჩარეული მოთამაშეების, სირიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში პასუხიმგბელობას, აღინიშნა რომ სირიაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული და სტაბილურობისათვის ზიანის მიმყენებელი ქმედებები რეგიონში აზიანებს სენსიტიურ ბალანსს და ხელს უშლის პრობლემის მუდმივი და მდგრადი გადაწყვეტის მიღწევას.

ითქვა, რომ ეგეოსის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის, კვიპროსის საკითხებზე და არალეგალური მიგრაციის საკითხზე თურქეთის კეთილგანწყობილი, კონსტრუქციული, გადაწყვეტაზე ორიენტირებული წინადადებებისა და მიდგომების იგნორირება ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე სამართლიანობას და ევროკავშირის გრძელვადიან ინტერესებს და საბერძნეთის კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის ცალმხრივი ქმედებებისა და მტრული დამოკიდებულებების მხარდაჭერა კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტებს რეგიონში.

შეხვედრაზე, სადაც ასევე შეფასდა ავღანეთში განვითარებული ბოლო მოვლენები, ხაზი გაესვა, რომ თურქეთი გააგრძელებს მხარდაჭერას მათ შორის ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაში, ავღანეთის მეგობარი და მოძმე ხალხისთვის, რათა მათ ჰქონდეთ კეთილდღეობა და მშვიდობიანი ცხოვრება თავიანთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს იმოქმედონ ერთად და გულწრფელად აიღონ პასუხისმგებლობა ჰუმანიტარული კრიზისების დაძლევაში.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს აფრიკაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამკვიდრებისა და განვითარების მცდელობებში წვლილის შეტანას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ასევე აღინიშნა კლიმატური ცვლილებების საფრთხის წინააღმდეგ გლობალურ დონეზე ერთობლივი ბრძოლის გეგმების განხორციელების აუცილებლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდება მრავალი ნიშნით, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, გვალვა და ასე შემდეგ და რომ თურქეთი ამ საკითხში, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო საკითხში, ყველაფერს გააკეთებს, რაც მას ევალება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთის უშიშროების საბჭო

მსგავსი ინფორმაციები