ნიუ-ორკი მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ “თურქულ სახლში“ ფონდ TÜRKEN–ის დელეგაცია მიიღო

ნიუ-ორკი მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ “თურქულ სახლში“ ფონდ TÜRKEN–ის დელეგაცია მიიღო

1708631
ნიუ-ორკი მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ “თურქულ სახლში“ ფონდ TÜRKEN–ის დელეგაცია მიიღო

ნიუ-ორკი მყოფმა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გუშინ ახლად გახსნილ “თურქულ სახლში“ ფონდ TÜRKEN–ის დელეგაცია მიიღო და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი სათუთად და დიდი მგრძნობიარობით უდგებიან ახალგაზრდების სურვილებს და იმედებს რა, არ იშურებენ არავითარ ძალისხმევას, რათა ისინი შესაბამისი განათლებით აღჭურვონ და საუკეთესო მამულიშვილებად გაზარდონ. “ჩვენი მთავრობის მიერ მიცემული სტიპენდიების და შესაძლებლობების გარდა, თურქი ახალგაზრდები სარგებლობენ სხვადასხვა ფონდების, ინსტიტუტებისა თუ საზოგადოებების მხრიდან გაცემული დახმარებებითაც, მათ შორის ფონდ TÜRKEN-ისგანაც და ეს ფონდი თავისი საქმიანობით ინვესტიციებს დებს როგორც ჩვენს ახალგაზრდობაში და ჩვენი ქვეყნის მომავალში, ასევე თურქულ-ამერიკული საზოგადოების მომავალშიც. აი აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვყავს არც ერთი ახალგაზრდა ან ბავშვი, რომელიც შეუერთდება ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორებიც არის DEAŞ, PKK თუ FETÖ. ასე რომ, ჩვენ ვგრძნობთ თითოეული ჩვენი ახალგაზრდის ტკივილს, ხოლო ის ახალგაზრდები კი, რომლებიც შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად მოხვდნენ მათ ხაფანგში, ვდილობთ მათი პროპაგანდა აგიტაციის გზით უკან დაბრუნებას” - განაცხადა ერდოღანმა.

თურქი პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ასევე თურქეთ-აშშ-ს ბიზნეს საბჭოს (TAIK) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ  აშშ-ის ბიზნეს წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები თურქეთსა და აშშ-ს შორის არა მხოლოდ ეკონომიკასა და ვაჭრობაში, არამედ ფართო სფეროში, დაწყებული უსაფრთხოებიდან და ტერორიზმიდან, დამთავრებული თავდაცვით ინვესტიციებამდე. "თურქეთი და აშშ-ი 70 წელია რაც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნები არიან. ამ განსაკუთრებულმა და საფუძვლიანმა თანამშრომლობამ წლების განმავლობაში ხელი შეუწყო მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოს მრავალ მხარეში" - ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი , #ნიუ-იორკი

მსგავსი ინფორმაციები